saqarTvelos mwvervalebi - malalebismaRali
მალალებისმაღალი - მწვერვალი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილო გვერდითი ხევსურეთის ქედის ჩრდილო დაბოლოებაზე, მდინარე მეშიხის (არღუნის მარცხენა შენაკადი) სათავესთან, დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4007 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. აქვს მცირე მყინვარები. დამახასიათებელია სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.